თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი მორიგი საკადრო გადაადგილებები ქართული მედიის დღის თემა გახდა.
გამოცემა "Тбилисская неделя" —ს ვერსიით, სექტემბერში თანამდებობებს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
სტატიას სახელწოდებით „ხელისუფლებაში დიდ წმენდა იწყება“ აქვეყნებს გაზეთი „ალია“. ზემოთხსენებული მინისტრების გარდა, გამოცემა იტყობინება ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების თაობაზე.
„2016 წლის თებერვალში, როცა გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, მის ადგილს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს“, — იტყობინება გაზეთი.
თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის 18 აგვისტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის ხელისუფლებაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.