„რუსთავი 2“ -ის იურისტები ურთმელიძის ტელეკომპანიის საქმიდან ჩამოშორებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშირუსთავი 2-ის შენობა
რუსთავი 2-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიამ სასამართლოში 3 შუამდგომლობა წარადგინა: მოსამართლის აცილების შესახებ; საქმის ზეპირი განხილვის შესახებ და საქმის კოლეგიალური წესით, 3 მოსამართლის მიერ განხილვის შესახებ.

თბილისი,18 აგვისტო–Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტებმა, სამშაბათს, 18 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ტელეკომპანიის საქმიდან ჩამოშორების შუამდგომლობით მიმართეს. 

 მოსამართლე ურთმელიძემ „რუსთავი 2“ —ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეარხის ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნესმენი მოითხოვს ტელეკომპანიისაგან საავტორო უფლებების დარღვევის გამო 500 ათას დოლარიანი კომპენსაციის გადახდას. 

 ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

 ტელეკომპანიის იურისტებმა უკვე შეიტანეს აპელაციები. ტელეკომპანიამ სასამართლოში 3 შუამდგომლობა წარადგინა: მოსამართლის აცილების შესახებ; საქმის ზეპირი განხილვის შესახებ და საქმის კოლეგიალური წესით, 3 მოსამართლის მიერ განხილვის შესახებ.

 „იმისათვის, რომ რუსთავი 2-მა საკუთარი პოზიციები დააფიქსიროს სასამართლოს წინაშე და სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, უნდა შედგეს ზეპირი მოსმენა. მიგვაჩნია, რომ სახეზე გვაქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძველი იმისათვის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა. იმედი გვაქვს, რომ სასამრთლო დროულად განიხილავს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას,“ — განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

 სარჩელი, რომელიც ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საფუძველი გახდა, 2005-2006 წლის მოვლენებს ეხება. 2005 წელს ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 100% წილს ფლობდა. 2005 წლია 26 დეკემბერს, ხალვაშმა 22% კომპანია „საქცემენტს“ (ამჟამად „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“) გადასცა. ამ კომპანიის ერთპიროვნული მმართველი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78% კომპანია „ჯეო-ტრანს“-ს გადასცა, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0