თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო პორტალ „სპუტნიკის“ გერმანულმა ვერსიამ სოციალურ ქსელებში ონლაინმედიასა და 10000 Flies-ის ბლოგებს შორის პოპულარობის ავტორიტეტულ რეიტინგში ივლისის თვეში თავისი პოზიციები გაიმყარა და 26-ე ადგილზე წაიწია. რეიტინგი მედიაინდუსტრიისადმი მიძღვნილ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ რესურსზე meedia.de-ზე გამოქვეყნდა, რომელსაც ყოველთვიურად 2 მილიონამდე მნახველი ჰყავს. პირველ სამეულში გერმანიის მედიაბაზრის ლიდერები — Bild, Spiegel და Focus შევიდნენ. „სპუტნიკის“ გარდა, რეიტინგის ლიდერები არიან ისეთი გაზეთებისა და ჟურნალების ონლაინ-რესურსები, როგორებიცაა Die Welt, Suddeutsche Zeitung, Zeit და Stern.
ყოველთვიური რეიტინგი გერმანულენოვანი ონლაინ-მედიისა და ბლოგებისადმი სოციალური ქსელების მომხმარებელთა დამოკიდებულებით დგება („მომწონს“, „გაზიარება“, „ტვიტერში გაზიარება“ და სხვა). რეიტინგი რამდენიმე ათასი გერმანულენოვანი ონლაინ-მედიისა და ბლოგის ანალიზის ბაზაზეა შედგენილი. რეიტინგის სრული მონაცემების გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე. 10000 Flies კომპანია active value GmbH-ისა და ჟურნალისტისა და ანალიტიკოს იენს შროდერის (Jens Schroder) პროექტია, რომელიც რენკინგების შექმნაზე მრავალი წელია მუშაობს. რეიტინგი კომპანია active value-ს მიერ შექმნილ რეგისტრაციისა და მომხმარებლის აქტიურობის გათვლის სისტემას იყენებს და მედიის აქტიურობას სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად აანალიზებს.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკის“ ახალი ამბების ბიულეტენები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.