ბანგკოკში მომხდარი აფეთქებისგან დაზარალებულების ოჯახის წევრები და მეგობრები საავადმყოფოში დაშავებულთა და დაღუპულთა სიებს ამოწმებდნენ. წინასწარი მონაცემებით, ტერაქტს 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ტაილანდის დედაქალაქის ცენტრში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტალინი, რომლის გამოც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, შემთხვევის ადგილთან ახლოს სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირა. ახლა მას პოლიცია ეძებს.
"დღეს უკვე გვყავს ეჭვმიტანილი, რომელიც ვიდეოკამერებმა დააფიქსირ, მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არაა. ჩვენ მას ვეძებთ", — ტაილანდის პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას ავრცელებს სააგენტო ფრნს პრესი.
აფეთქება რატჩაპარსონგის გზაჯვარედინზე ბანგკოკის ცენტრის სამუშაო და ტურისტულ ნაწილში ორშაბათს ადგილობრივი დროით 18:56 საათზე მოხდა. თვითნაკეთი დისტანციურად მართვადი ბომბი, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერების ნაცვლად ტრინიტროტოლუოლი გამოიყენებოდა, ინდუისტური ღმერთი ერავანის (სამთავიანი წმინდა სპილო) სალოცავის ღობესთან, სავაჭრო ცენტრთან Amarin Plaza და სასტუმროსთან Grand Hayatt Erawan დადეს იმ მომენტში, როდესაც სალოცავში განსაკუთრებით ბევრი ხალხი იყო.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ოთხი უცხოელია: სამი მათგანი ჩინეთის მოქალაქე და ერთი ფილიპინების. ტაილანდში რუსეთის საელჩოს შეატყობინეს, რომ ბანგკოკში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის რუსეთის მოქალაქეები არ ყოფილან.