დასავლეთ საქართველოში ქალმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა

გამოწერა
ცნობილია, რომ დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია და მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან პრეს-სამსახურში არ აზუსტებენ დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. დასავლეთ საქართველოში ოჯახური კონფლიქტის შედეგად ქალმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

 სოფელ გოგოლესუბანში მომხდარი საყოფაცხოვრებო ჩხუბის მიზეზები დგინდება. ცნობილია, რომ დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია და მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან პრეს-სამსახურში არ აზუსტებენ დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. 

 აღძრულია სისხლის სამართლის საქმე  „ჯანმრთელობისათვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების" მუხლით.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცოლს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 


ყველა ახალი ამბავი
0