საქართველოს ზღვისპირეთს ელექტრონული მუსიკის ტალღა გადაუვლის

© photo: Sputnik / Besik Pipiaბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული მუსიკის დღეების ფარგლებში, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაგეგმილია გამოფენა „აბრეშუმის გზა“, რომელიც 23 აგვისტოდან 31 სექტემბრის ჩათვლით ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აგვისტოში, კულტურულ-გასართობი პროექტ „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, ბათუმში ელექტრონული მუსიკისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

 ელექტრონული მუსიკის დღეები 18-23 აგვისტოს გაიმართება. ბათუმის საფესტივალო კლუბში ღონისძიების ფარგლებში როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლები გამოვლენ.

 ელექტრონული მუსიკის დღეების ფარგლებში, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაგეგმილია გამოფენა „აბრეშუმის გზა“, რომელიც 23 აგვისტოდან 31 სექტემბრის ჩათვლით ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Blick ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე 20-დან 22 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ეს ფესტივალი არა მხოლოდ „ჰით ბათუმის“, არამედ საქართველოს კულტურის სამინისტრო პროექტის City sound ფარგლებში ჩატარდება. ფესტივალის მონაწილეები ინგლისელი, გერმანელი და ქართველი შემსრულებლები და დიჯეები იქნებიან.

 23 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის ელექტრონული მუსიკის დღეებს პიაცას მოედანზე კონცერტი „მუსიკა საზღვრების გარეშე“ გააგრძელებს.

 კულტურულ-გასართობი პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტია, რომლის მიზანიც აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0