თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ტაილანდის პრემიერ-მინისტრს პრაიუნტ ჩან-ოჩას ბანგკოკში მომხდარი ტერაქტის გამო მიუსამძიმრა და ტერაქტს გაუმართლებელი დანაშაული უწოდა, აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ორშაბათს საღამოს ბანგკოკის ცენტრში აფეთქება მოხდა, რომელსაც, მედიის ინფორმაციით, 21 ადამიანი ემსხვერპლა, 120-ზე მეტი კი — დაიჭრა.
„რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ იმ მსხვერპლის გამო, რაც ბანგკოკში ტერორისტულმა აქტმა გამოიწვია. ამ დანაშაულს გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. ყველა დაშავებულსა და დაჭრილს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, — აღნიშნულია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.