მედია: საბერძნეთის ფინანსურმა მოთხოვნებმა 90 მლრდ ევროს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშიბერძნული დროშა აკროპოლზე
ბერძნული დროშა აკროპოლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელზეც ევროკავშირის სამიტზე ივნისის თვეში იმსჯელეს, 82-დან 86 მილიარდ ევროს შეადგენდა, თუმცა ამჟამად ქვეყნის ფინანსური საჭიროებები დაახლოებით 92 მლრდ ევროს შეადგენს, იუწყება გერმანული გაზეთი Suddeutsche Zeitung.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საბერძნეთის ფინანსურმა მოთხოვნებმა 6 მილიარდ ევროზე მეტით გადააჭარბა იმ თანხას, რის გაცემასაც ქვეყნისთვის კრედიტორები თავდაპირველად ფიქრობდნენ. ამჟამად ეს თანხა დაახლოებით 92 მილიარდს შეადგენს, წერს სამშაბათს გერმანული გაზეთი Suddeutsche Zeitung.  

 გამოცემის ინფორმაციით, ეს რაოდენობა — 92 მლრდ არსებითად ჭარბობს იმ თანხას, რომელიც ევროკავშირის ივნისში გამართულ სამიტზე დასახელდა. მაშინ საუბარი საბერძნეთისთვის 82-დან 86 მლრდ ევრომდე ფინანსური დახმარების გამოყოფაზე იყო.

 ევროზონის ქვეყნების ფინანსთან მინისტრების საბჭომ (ევროჯგუფი) 14 აგვისტოს საბერძნეთის საგარეო ფინანსური დახმარების მესამე პროგრამა მოიწონა — ახლა ეს იქნება კრედიტები სტაბილურობის ევროპული მექანიზმიდან და შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. თანხა მაქსისმუმ 86 მლრდ ევროა.

 უფრო ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ფონდი რეფორმების სანაცვლოდ ევროკავშირის საკრედიტო პროგრამას საბერძნეთისთვის იწონებს, მაგრამ კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანას ვალის არსებითი დესტრუქტურიზაცია ესაჭიროება.

 ამ კვირაში რიგი ქვეყნების პარლამენტები საბერძნეთთან შეთანხმების რატიფიკაციას კენჭს უყრიან. კერძოდ, გერმანელი კანონმდებლები საკითხს კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, 19 აგვისტოს გაიტანენ. 


ყველა ახალი ამბავი
0