საქართველოს სკოლებში ახალი საგანი „მე და საზოგადოება“ ინერგება

© Sputnik / STRINGERპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგნის ძირითადი მიმართულება, რომლის სწავლებაც 2016-2017 სასწავლო წელს დაიწყება, გახდება მოსწავლის გარესამყაროსთან დაკავშირებული თემები (ოჯახი, სკოლა), ჯანსაღი ცხოვრების წესები.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გაძლიერების მიზნით, სასკოლო პროგრამაში ახალ საგანს „მე და საზოგადოება“ ნერგავს, იუწყება განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.

 საზოგადოებრივი მეცნიერებების განახლებული სტანდარტები ორშაბათს, 17 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

 საგნის ძირითადი მიმართულება, რომლის სწავლებაც 2016-2017 სასწავლო წელს დაიწყება, გახდება მოსწავლის გარესამყაროსთან დაკავშირებული თემები (ოჯახი, სკოლა), ჯანსაღი ცხოვრების წესები, უსაფრთხოება, ძალადობის საკითხები, ტოლერანტობა, სოციალური უნარების განვითარება, სახელმწიფო,  გარემოს დაცვა და სხვ.

 „საგნის სწავლების მიზანი მოსწავლეებში საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება და განვითარებაა“, — აღნიშნა საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნანა ციხისთავმა.


ყველა ახალი ამბავი
0