თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში შიდსის 176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი იტყობინება.
ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის 10 აგვისტოსათვის, საქართველოში შიდსით ინფიცირების 5 127 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 3779 მამაკაცია და 1348 ქალი.
ამასთან შიდსი განუვითარდა 2973 პაციენტს, 1037 ადამიანი გარდაიცვალა. სულ 2015 წელს 432 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მკურნალობას 2860 ადამიანი გადის, მათგან 340 აფხაზეთში.
შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა.
შიდსის ინფექციით დაავადების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებაა. მეორე ადგილზეა — სექსუალური კონტაქტები.