საქართველოსა და ურუგვაის შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა

გამოწერა
ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წლის 24 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

თბილისის, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ორშაბათს, 17 აგვისტოს იტყობინება.

 აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმალობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

 ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წლის 24 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.


ყველა ახალი ამბავი
0