ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს

© facebook.com/mod.gov.geავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს
ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახმედ საფაროვმა კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში (Walter Reed Army Medical Center) სარეაბილიტაციო კურსის გავლის დროს გამოთქვა, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქართველი ჯარისკაცი ახმედ საფაროვი, რომელიც ავღანეთში დაიჭრა და ამის შედეგად ორივე ქვედა კიდური დაკარგა, კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ემზადება, განაცხადეს ორშაბათს, 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

 კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში 19-23 აგვისტოს გაიმართება.

 III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგითი ახმედ საფაროვი ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობის დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. 

 ახმედ საფაროვმა კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში (Walter Reed Army Medical Center) სარეაბილიტაციო კურსის გავლის დროს გამოთქვა, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

 „დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაცია და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მათი ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“, განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 შეჯიბრების წინ ნიჩბოსნობაში სპეციალური მომზადების გავლაში საფაროვს საქართველოს ჯომარდობის ფედერაცია დაეხმარება, რომელმაც ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მომავალი ტურნირისთვის მწვრთნელი გამოუყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსგავსი ტიპის შეჯიბრებაში მონაწილეობს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსოფლიო ჩემპიონატზე თავად კანოე კაიაკის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიწვია. მილანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გათამაშდება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0