ქართველი კინორეჟისორის ფილმმა „ოქროს პატარა ლეოპარდი“ მიიღო

© pardolive.chქართველი კინორეჟისორის ფილმმა "ოქროს პატარა ლეოპარდი" მიიღო
ქართველი კინორეჟისორის ფილმმა ოქროს  პატარა ლეოპარდი მიიღო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი „მამა“ ორი ძმის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლებიც მათი ცხოვრებიდან დიდი ხნის წინ გამქრალ მამას ხვდებიან. მათთვის ყველაზე მთავარ კითხვაზე პასუხი, შვილებისთვის ცხოვრების მშვიდად გაგრძელების გარანტია და მოტივაციაა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქართველი კინორეჟისორის დავით ფირცხალავას „მამამ“ ლოკარნოს კინოფესტივალზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსზე „ხვალინდელი დღის ლეოპარდები“ გაიმარჯვა. კონკურსი 2015 წლის 5-15 აგვისტოს შვეიცარიაში ჩატარდა.

 კონკურსის გამარჯვებულს პრიზი „ოქროს პატარა ლეოპარდი“ და 10 ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის პრემია გადაეცა.

 ფილმი „მამა“ ორი ძმის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლებიც მათი ცხოვრებიდან დიდი ხნის წინ გამქრალ მამას ხვდებიან. მათთვის ყველაზე მთავარ კითხვაზე პასუხი შვილებისთვის ცხოვრების მშვიდად გაგრძელების გარანტია და მოტივაციაა.

 ფირცხალავას ფილმი საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის გამარჯვებული პროექტია. ფილმს ფინანსური დახმარება არა მხოლოდ კინოცენტრმა, არამედ „თიბისი“ ბანკმაც აღმოუჩინა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფილმის წარმოებაში სახელმწიფოს გარდა კერძო სექტორიც ჩაერთო.

 ფირცხალავას „მამას“ პრემიერა საქართველოში 2015 წლის 1 ივლისს გაიმართა.

 ქართველი რეჟისორის ფილმი სარაევოს 21-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა, რომელიც ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქში 14-22 აგვისტოს ჩატარდება.

 ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლეოპარდი“ სამხრეთკორეელ რეჟისორს ხონ სან სუს ხვდა ფილმისთვის „ახლავე და არა მერე“. საპატიო პრიზი კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის საბჭოთა და რუსული კინოს მეტრს მარლენ ხუციევს ერგო. ლოკარნოში მისი ნამუშევრების რეტროსპექტივა მოეწყო. 

 ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი კანის, ვენეციისა და ბერლინის ევროპული ფესტივალების მერე თავისი მნიშვნელობით მეოთხე ადგილს იკავებს. ბევრ რეჟისორს სწორედ ამ ფესტივალმა გაუხსნა გზა დიდი კინოსკენ. მათ შორის არიან კლოდ შაბროლი, სტენლი კუბრიკი, პოლ ვერჰოვენი, მილოშ ფორმანი, მარკო ბელოკიო და სხვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0