თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ბანგკოკის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 80 კი — დაიჭრა, განაცხადა „ნეიშნ-ტვ“-ის პირდაპირ ეთერში ბანგკოკის პოლიციის ქალაქის სამმართველოს წარმომადგენელმა.
ძლიერი აფეთქება რატჩაპრასონგის გზაჯვარედინზე, ქალაქის საქმიან და ტურისტულ ნაწილში, მსხვილი მაღაზიებისა და მთავარი ინდუისტური ტაძრის სიახლოვეს მოხდა. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელსაც ბანგკოკის პოლიციის ქალაქის სამმართველოს უფროსი ხელმძღვანელობს.