თინათინ ხიდაშელი აშშ-ში პირველ შეხვედრებს მართავს

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმის ფრაგმენტი ვაშინგტონში
კაპიტოლიუმის ფრაგმენტი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრა ამერიკელ კოლეგა ეშტონ კარტერთან (Ashton Baldwin Carter), ასევე შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პირველ შეხვედრებს ორშაბათს, 17 აგვისტოს გამართავს, აცნობეს ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში. 

 ხიდაშელი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით შაბათს, 15 აგვისტოს გაემგზავრა.

 აშშ-ში დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრა ამერიკელ კოლეგა ეშტონ კარტერთან (Ashton Baldwin Carter), ასევე შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 „ჩვენი მთავარი გზავნილი ცნობილია და ახალს ვერაფერს ვიტყვი. ერთი მხრივ, იგი მიმართულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისკენ, მეორე მხრივ  - ნატოს მინისტერიალზე ამერიკელთა მხარდაჭერის მოპოვებისკენ“, — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა გამგზავრების წინა დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ვაშინგტონში 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი. ქარტიის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. დოკუმენტი თავდაცვის სფროში პარტნიორული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროში ურთიერთობებს ითვალისწინებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0