დეპუტატი: „ეროვნული ბანკის“ პრობლემა მისი პრეზიდენტი არ არის

© Facebook / Bank of Georgiaსაქართველოს ბანკი. სათაო ოფისი
საქართველოს ბანკი. სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის კურსის ვარდნის გამო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ამ ბოლო დროს გამწვავდა. დაპირისპირება მას შედეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკისთვის ფინანსურ სექტორზე მეთვალყურეობის ფუნქციის ჩამორთმევა განიზრახა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრობლემა არა მისი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, არამედ ეროვნული ბანკის მთელი საბჭოა, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

 ლარის კურსის ვარდნის გამო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ამ ბოლო დროს გამწვავდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ეროვნული ბანკისთვის ფინანსურ სექტორზე მეთვალყურეობის ფუნქციის ჩამორთმევა განიზრახა. პრეზიდენტმა ვეტოს დადების უფლება გამოიყენა, რომლის დაძლევაც პარლამენტს სექტემბრამდე არ შეუძლია. ხელისუფლებამ ეს განიხილა, როგორც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა.

 მეჭიაურის თქმით, ქადაგიძე ბანკის მმართველი საბჭოს შვიდიდან მხოლოდ ერთი წევრია. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და „ნაციონალური მოძრაობა“ „უნისონში აზროვნებენ“. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მეთვალყურეობის დაწესება მნიშვნელოვანია, რადაგანაც, მისი აზრით, ეროვნული ბანკი საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას შეეცდება.

 „ეს არგუმენტებზე დაფუძნებული ეჭვებია, რომლებიც ფაქტებით უნდა დადასტურდეს. ხოლო ფაქტები მას მერე გაჩნდება, რაც ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტო საქმიანობას შეუდგება“, — გააცხადა მეჭიაურმა.

 ,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ერთ-ერთი ბოლო მაღალჩინოსანია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს დაინიშნა თანამდებობაზე და ახალი ხელისუფლების პირობებში იმავე პოსტს იკავებს.მისი მუშაობის ვადა 2016 წელს იწურება.

ყველა ახალი ამბავი
0