მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც კიბოს უჯრედებს ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენს

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტიდან, შეიმუშავეს ნანომექანიკური სენსორი, იმ ნივთიერებების ქიმიური ანალიზისათვის, რომელიც საშუალებას იძლევა აღმოჩენილ იქნას როგორც კიბოს უჯრედების წარმოქმნა ასევე შიდსისა და ჰეპატიტის ვირუსთა მარკერები.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. რუსმა მეცნიერებმა მაღალმგრძნობიარე სენსორი გამოიგონეს, რომელიც საშუალებას იძლევა სინსივნის უჯრედების აღმოჩენა ძალიან ადრეულ სტადიაზე მოხდეს. ამასთან სენსორის ზომები საშუალებას იძლევა ხელსაწყო გამოყენებულ იქნას ისეთ პორტატიულ მოწყობილობებში, როგორიცაა სმარტფონი. ამის შესახებ რფ-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იტყობინება. 

 სამინისტროს მონაცემებით, მეცნიერებმა მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტიდან, შეიმუშავეს ნანომექანიკური სენსორი, იმ ნივთიერებების ქიმიური ანალიზისათვის, რომელიც საშუალებას იძლევა აღმოჩენილ იქნას როგორც კიბოს უჯრედების წარმოქმნა, ასევე შიდსისა და ჰეპატიტის ვირუსთა მარკერები. 

 „აღნიშნული სენსორი საშუალებას მოგვცემს განისაზღვროს ორგანიზმში კიბოს უჯრედების წარმოქმნისა და ზრდის სიგნალები ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ამის საშუალებას დღეისათვის არსებული ნებისმიერი სხვა მეთოდი იძლევა“, ნათქვამია პრეს-რელიზში. 

 ახალი სენსორი არა მარტო მაღალმგრძნობიარე და საწარმოებლად ადვილი იქნება, არამედ მინიატურულიც. 

 „მკვლევართა მიერ წარმოებულმა გათვლებმა გვაჩვენა, რომ ახალ მოწყობილობაში შერწყმული იქნება მაღალი მგრძნობელობა,  მინიატურული ზომები და  წარმოების სიმარტივე, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ იგი ყველა პორტატიულ მოწყობილობაში, მაგალითად ისეთებში როგორიცაა სმარტფონი“, — ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 კონსტრუქციის სიმარტივის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ხელსაწყოს ღირებულება ნაკლებად იქნება დამოკიდებული სენსორების რაოდენობაზე, აღნიშნეს სამინისტროში. 


ყველა ახალი ამბავი
0