ყირგიზეთში საზამთროს საშუალო გასაყიდი ფასი 4-5 სომია. გასული წლის იგივე პერიოდში ამ ხილის ფასი კილოგრამზე 9 სომი იყო.
საბითუმოები საზამთროს კილოგრამს 1-1.5 სომად ღებულობენ, იუწყება Sputnik ყირგიზეთი.
ბაღჩეული მცენარეების მოყვანით დაკავებულმა დეხკანინ ბეგალი ნაზაროვმა განაცხადა, რომ ისიც და სხვა ბევრი გლეხიც იმედოვნება, რომ ქვეყანა ევროკავშირში უფრო ადრე შევიდოდა. შესაბამისად ყველა მათგანს საზამთროს ყაზახეთში ექსპორტის იმედი ჰქონდა.
თუმცა, როგორც ნაზაროვი ამბობს, ახალი სასაზღვრო კანონები ძალაში გვიან შევიდა, ამიტომ მათ საზამთროების შიდა ბაზარზე თვითღირებულებაზე ნაკლებად გაყიდვა მოუწევთ.