ეუთოს დამკვირვებლებმა დონეცკში სროლების ადგილზე აღმოჩენილი ნამსხვრევები შეისწავლეს

გამოწერა
ეუთოს მისიის წარმომადგენლები დონეცკის იმ რაიონებში ჩავიდნენ, რომლებიც გასულ კვირას სროლისგან დაზარალდა.

ეუთოს მისიის წარმომადგენლები დონეცკის იმ რაიონებში ჩავიდნენ, რომლებიც გასულ კვირას სროლისგან დაზარალდა.

დონეცკის სამი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და შვიდი დაიჭრა კვირას ღამით დონეცკის კუიბიშევსკის, კიროვსკისა და პეტროვსკის რაიონებში უკრაინელი ძალოვნების მიერ სროლების შედეგად, ინფორმაცია გაავრცელა თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ.

შემთხვევის ადგილზე გავიდა ეუთოს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც სროლით გამოწვეული ნგრევა დააფიქსირეს და ადგილობრივ მოსახლეობას მომხდარის შესახებ ესაუბრნენ.

ორშაბათს დონეცკის ადმინისტრაციამ ახალი მსვერპლის შესახებ გაავრცელა ინფორამცია: ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ორშაბათს ღამით ქალაქის კუიბიშევსკის, კიროვსკისა და პეტროვსკის რაიონების მასიური დაცხვრილვის შედეგად.

სროლისგან დაზიანდა და დაინგრა 40-ზე მეტი სახლი. დასახლებული ზონების ყველაზე დიდი ნგრევა სოფელ სტარომიხაილოვკაში დაფიქსირდა. დონეცკის კუიბიშევსკის რაიონში ასევე დაზიანდა წყლისა და გაზმომარაგების სისტემები.

უკრაინელმა ძალოვნებმა თავის მხრივ აჯანყებულები კვირას დონბასში შეთანხმების 148 დარღვევაში დაადანაშაულეს. "გუშინდელი დღის ბოლოს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში სიტუაცია გამძაფრდა… 16 აგვისტოს ტერორისტულმა დაჯგუფებებმა 148-ჯერ დაარჩვიას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი", — ნათქვამია ძალოვნების სპეცოპერაციის პრეს-ცენტრის განცხადებაში Facebook-ის გვერდზე.

ძალოვანთა ოპერაცია დონბასის სახელმწიფო გადატრიალებით უკმაყოფილო მაცხოვრებლების წინააღმდეგ წელიწადზე მეტხანს გრძელდება. 12 თებერვლის მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე შეიარაღების, უკრაინის კონსტიტუციაში ხელისუფლების დეცენტრალიზაციის ცვლილების შეტანის, ასევე"დონეცკის ცალკეული რაიონებისთვის და ლუგანსკის ოლქებისათვის" განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ დაიდო შეთანხმება.

ყველა ახალი ამბავი
0