საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდონეზიას ავიაკატასტროფის გამო უსამძიმრებს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდონეზიის ავიაკომპანია Trigana Air Service-ის თვითმფრინავი კვირას, 16 აგვისტოს კუნძულ ახალი გვინეის ინდონეზიის ნაწილში გაუჩინარდა. თვითმფრინავში 54 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ავიალაინერი ქალაქ ოკსიბილთან ახლოს, დაჯდომამდე ათი წუთით ადრე ჩამოვარდა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ორშაბათს, 17 აგვისტოს ინდონეზიაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით „ღრმა მწუხარებას“ გამოთქვამს.

 „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობასა და  ინდონეზიელ ხალხს და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში“, — ნათქვამია საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებაში.  

 ინდონეზიის ავიაკომპანია Trigana Air Service-ის თვითმფრინავი კვირას, 16 აგვისტოს კუნძულ ახალი გვინეის ინდონეზიის ნაწილში გაუჩინარდა. თვითმფრინავში 54 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ავიალაინერი ქალაქ ოკსიბილთან ახლოს, დაჯდომამდე ათი წუთით ადრე ჩამოვარდა.

ეროვნული საძიებო-სამაშველო სამსახურის სამმართველოს Basarnas-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი ინდონეზიის მოქალაქე იყო.


ყველა ახალი ამბავი
0