საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემადგენლობაში განსაზღვრული დროით მუშაობის შემდეგ სატვირთო ხომალდი "Прогресс М-26М" სადგურს გამოეყო, ორბიტას ჩამოშორდა და წყნარი ოკეანის იმ რაიონში ჩაიძირა, სადაც გემები არ გადაადგილდებიან.
ეკიპაჟის რესურსამოწურული მოწყობილობებითა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დატვირთული ხომალდი "Прогресс М-26М" საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს გათვლილ დროს — 13:18 საათზე გამოეყო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფრენის მართვის ცენტრის წარმომადგენელმა გაავრცელა.
"17:17 საათზე ხომალდის დაუწველი ფრაგმენტები წყნარი ოკეანის იმ რაიონში ჩაცვივდა, სადაც გემები არ გადაადგილდებიან", აღნიშნა სააგენტოს რესპონდენტმა.
ჩამოვარდნის ადგილი ცნობილია როგორც "კოსმოსური ხომალდების სასაფლაო". ის ახალი ზელანდიის დედაქალაქის — ველინგტონის აღმოსავლეთით 3 000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ბაიკონურიდან გაშვებული სატვირთო ხომალდის "Прогресс М-26М" საშუალებით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ეკიპაჟმა საფრენად აუცილებელი საწვავი, ჟანგბადი, საკვები, სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის განკუთვნილი აპარატურა და კოსმონავტებისთვის და ასტრონავტებისთვის განკუთვნილი გზავნილები მიიღო.