მონტერეიში გაამრთულ აუცქიონზე 1966 წლის რარიტეტული Ferrari 275 GTB/4 წარმოადგინეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება 10 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული ავტომანქანა.
აშშ-ში აუქციონის Monterey Car Week ფარგლებში იშვიათი Ferrari 275 GTB/4 წარმოადგინეს სხვა 39 სპორტქარს შორის. ავტომანქანა 1966 წელს გამოვიდა ძრავით, რომელიც სეციალურად რბოლაში მონაწილეობისათვის შექმნეს.
წინასწარი შეფასებით, რარიტეტის ღირებულება 8-დან 10 მილიონ აშშ დოლარამდეა. აუქციონის დამფუძნებლის, რიკ კოულის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უძვირფასესი Ferrari 275 GTB/4.
"მიმდინარე წელს ჩვენ ორი თუ სამი მანქანა გვყავს, რომლებსაც გარკვეული რეკორდების მოხსნის საშუალება აქვთ. ერთ-ერთი ავტომანქანა, შესაძლოა, ყველაზე ძვირადღირებული 275 GTB/4 იყოს. ის ერთადერთი შეიქმნა სპეციალურად რბოლისათვის", — განაცხადა კოულმა.
აუქციონზე გასაყიდად ასევე წარმოადგინეს 1962 წლის Mercedes-Benz 300SL, 1955 წლის Ferrari 250 Europa, 1989 წლის Ferrari Testa Rossa და 1989 წლის Lamborghini Countach.
Monterey Car Week 10-დან 16 აგვისტოს ჩათვლით ტარდება.