თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისში სილამაზის კონკურსი „მის საქართველო 2015“ ჩატარდება, რომლის ფინალი 10 ოქტომბერს გაიმართება, ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორები იტყობინებიან. „მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მფლობელი საქართველოს სილამაზის კონკურსებზე „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“ და „მის ინტერკონტინენტალზე“ წარადგენს.
გარდა ამისა გამარჯვებული მიიღებს Mini Cooper Coupe მარკის ავტომობილს კომპანიისაგან Omega Motors. კონკურსის ტოპ ხუთეული ასევე გაემგზავრება მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე.
საქართველოში უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მონაწილეობაზე კონკურსში, რომელსაც ტრადიციულად სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“ უკეთებს ორგანიზებას.
„რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ მსურველმა გოგონებმა 18- დან 25 წლამდე. ამ შემთხვევაში მოდელად მუშაობის გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს. პრეტენდენტების სიმაღლე 168 სმზე ნაკლები არ უნდა იყოს“-განაცხადეს კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტში.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია „იმიჯ ცენტრის“ ოფისში მისამართზე: ნიკო ნიკოლაძის ქუჩა N6, 12 დან 16 საათამდე.
"მის საქართველო 2015"-ის კონკურსის კასტინგი სექტემბრის პირველ დეკადაში გაიმართება.
სილამაზის კონკურსი „მის საქართველო“ საქართველოში 1996 წლიდან ტარდება. გასულ წელს "მის საქართველო 2014"-ის გამარჯვებული ანა ზუბაშვილი გახდა.