საქართველო სტრასბურგში საქველმოქმედო გალა-კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ობლებისა და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვისაა გამიზნული.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ოპერის ქართველი ვარსკვლავების საქველმოქმედო გალა-კონცერტი 25 სექტემბერს სტრასბურგის მუსიკისა და კონგრესთა სასახლეში გაიმართება. 

 ამ გრანდიოზული მუსიკალური კონცერტის ორგანიზატორი ცნობილი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდია. 

 ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ობლებისა და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვისაა გამიზნული. 

 კონცერტში მონაწილეობას იღებენ ოპერის მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები: ლადო ათანელი (ბარიტონი), ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი), ნინო მაჩაიძე (სოპრანო), ბადრი მაისურაძე (ტენორი) და თავად პაატა ბურჭულაძე (ბასი). 

 კონცერტი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ჩატარდება. 

 საღამო ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ჩატარდება. ბილეთების შეძენა კონცერტის საორგანიზაციო გვერდზეა შესაძლებელი. მათი ღირებულება 20-82 ევროა. 

ღონისძიება ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პატრონაჟით, ასევე საქართველოს მთავრობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0