კონკურსი „მის პლანეტა 2015“ თბილისში სექტემბერში გაიმართება

მის პლანეტა 2015 თბილისში გაიმართება
მის პლანეტა 2015 თბილისში გაიმართება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაყურებლები მსოფლიოს 35 ქვეყნის შესარჩევი კონკურსების გამარჯვებულებს იხილავენ. კონკურსის მონაწილენი თბილისში 6-12 სექტემბერს ჩამოვლენ.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს ყველა ლამაზმანი პირველად შეიკრიბება თბილისში 2015 წლის 12 სექტემბერს კონკურსში „მის პლანეტა 2015“ მონაწილეობის მისაღებად. 

 მაყურებლები მსოფლიოს 35 ქვეყნის შესარჩევი კონკურსების გამარჯვებულებს იხილავენ. კონკურსის მონაწილენი თბილისში 6-12 სექტემბერს ჩამოვლენ. 

 „პლანეტის პირველ ლამაზმანს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. მის შემადგენლობაში 20 ქვეყნის წარმომაგდენელი შევა. „მის პლანეტა 2015"-ის გამარჯვებული ტრადიციულად ექსკლუზიურად დამზადებული ოქროს გვირგვინით დაჯილდოვდება. შემდეგი სამი ადგილის მფლობელები ასევე მიიღებენ პრიზებს კონკურსის სპონსორებისაგან“, — აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები. 

 კონკურსის პირველი ტური, რომელშიც ლამაზმანები საცურაო და თავისი ქვეყნების ტრადიციულ სამოსში წარსდგებიან, სასტუმრო „Radisson Blue Iveria" — ში გაიმართება. პირველი ეტაპის ფარგლებში გამოვლინდება „მაყურებელთა სიმპატიის“ პრიზის მფლობელი. 

 იქვე ღონისძიების VIP სტუმრებს საშუალება ექნებათ ფოტოები გადაიღონ პლანეტის ყველაზე ლამაზ გოგონებთან. საღამოს სტუმრებს ასევე ფურშეტი და კოქტეილ-ბარი ელოდებათ. 

 მეორე ტური და კონკურსის ნახევარფინალი სასტუმროში Ambasadori Kachreti შედგება, მესამე ეტაპი კი — რესტორანში „ბერმუხა“. 

 კონკურსის ფინალი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) სცენაზე გაიმართება. 

 „მის პლანეტა 2015“ —ის ტიტულის მოსაპოვებლად საქართველოდან ჟიურის წინაშე 18 წლის თიკო ბაბლუანი წარდგება თეთრიწყაროს რაიონიდან. 

 რუსეთს ნატალია შარონოვა წარადგენს, ყირიმს — ვალერია ხოდორევა, უკრაინას — ეკატერინა რასკოვა. 

ჟიურის წინაშე ასევე წარდგებიან: აკერკე ისკაკოვა (ყაზახეთი), კარბელო მაკარა (ლესოტოს სამეფო, სამხრეთ აფრიკა), როლინ ხუნდი (ნიდერლანდები), პოლინა დობრევა (ბულგარეთი), ალბინა ზამალეევა (თათრეთი), ბარბარა როდრიგეს (პორტუგალია), კაროლინა ტოლეიკიტე (ლიტვა), სანდრა ლაზესკა (მაკედონია) და სხვები. კონკურსზე დასასწრები ბილეთები ვებ-გვერდ biletebi.ge-ზე იყიდება. 

 VIP-ბილეთების ღირებულება 250 ლარია, სტანდარტული ბილეთებისა კი 15-50 ლარი.

 კონკურს „მის პლანეტა 2015“-ის ორგანიზატორია სამოდელო სააგენტო Katrini.


ყველა ახალი ამბავი
0