საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

© https://www.facebook.com/GeoBasketball?fref=tsკალათბურთი. მერის თასი
კალათბურთი. მერის თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ექვსმა მოთამაშემ თითოეულმა 10 ქულაზე მეტი მოაგროვა. ყველაზე შედეგიანი ცენტრალური მოთამაშე ესტონელი იანარ ტალტსი გამოდგა, რომლის აქტივში 18 ქულაა.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში თბილისის მერის თასზე გამართულ პირველ მატჩში ესტონეთის გუნდს 90:55 მოუგო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (17:12, 21:12, 33:17, 19:14). 

 საქართველოს ნაკრების ექვსმა მოთამაშემ თითოეულმა 10 ქულაზე მეტი მოაგროვა. ყველაზე შედეგიანი ცენტრალური მოთამაშე ესტონელი იანარ ტალტსი გამოდგა, რომლის აქტივში 18 ქულაა. 

 დღესვე ერთმანეთს იტალიისა და ლატვიის ნაკრებები შეხვდებიან. 

 ხვალ, 15 აგვისტოს, საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე ლატვიის გუნდი იქნება. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 

ყველა ახალი ამბავი
0