საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა 60 ქულა დააგროვა და გუნდური პირველობა მოიგო. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის გუნდი - აქტივში 53 ქულით, მესამეზე კი რუსეთის გუნდი 47 ქულით.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ბრაზილიის ქალაქ სალვადორ დი ბაიაში გამართულ  მსოფლიო ჩემპიონატში, ოთხი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლები, ასევე გუნდური პირველობა მოიპოვა.

 ოქროს მედლები მოიპოვეს: რამაზ ზოიძემ (-66კგ), გელა ბოლქვაძემ (-74კგ), ნიკოლოზ კახელაშვილმა (-96კგ), ზვიად პატაროძემ (-120კგ). ვერცხლის მედალი ნუგზარ წურწუმიამ 50 კგ-მდე წონით კატეგორიაში აიღო. 

 ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 60 ქულა დააგროვა და გუნდური პირველობა მოიგო. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის გუნდი — აქტივში 53 ქულით, მესამეზე კი რუსეთის გუნდი 47 ქულით. 


ყველა ახალი ამბავი
0