თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოში უალკოჰოლო სასმელების მარკირება ვაჭრობის ჩრდილოვან მხარეს გამოავლენს და მას ხალხის სამსახურში ჩააყენებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარასკევს, 14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
უალკოჰოლო სასმელების აუცილებელი მარკირების ვადები პრემიერ-მინისტრის დავალებით 2015 წლის 1 ნოემბრამდე გადაიდო.
ღარიბაშვილმა მხედველობაში მიიღო მწარმოებელი კომპანიების თხოვნა გადადონ მარკირების შემოღება ზაფხულის სეზონისა და შესაბამისი აპარატურის დაყენებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით.
„ფული რომელიც ამჟამად გაურკვეველ შავ ხვრელებში იკარგება შევა ბიუჯეტში და მოხმარდება ხალხს“, — განაცხადა ხადურმა.
„ჩემთვის წინასწარვე ცნობილია რომ უალკოჰოლო სასმელების რამდენიმე მწარმოებელი აპირებს დააფინანსოს კამპანია ამ რეფორმის წინააღმდეგ. მათ სურთ მოახდინონ ამ ინიციატივის დისკრედიტაცია — რათა შეინარჩუნონ ჩრდილოვანი ბიზნესი და თავი აარიდონ გადასახადებს რომელიც ხალხს უნდა მოხმარდეს“, — განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მანამდე ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმებოდა უალკოჰოლო სასმელების აუცილებელი მარკირების სისტემის შემოღება.