მინისტრი: რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკამ შედეგი გამოიღო

© photo: Sputnikსაქართველო, დროშა
საქართველო, დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და საქართველო განაგრძობს ამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ რუსეთის გადაწყვეტილებას არ შეიყვანოს საქართველო ემბარგოს დაქვემდებარებული ქვეყნების სიაში. 

 რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთმა სასურსათო ემბარგო, როგორც ევროკავშირის სანქციების საპასუხო ზომა, განახორციელა შემდეგ ქვეყნებზე: ალბანეთი, ჩერნოგორიე, ისლანდია, ლიხტენშტეინი, უკრაინა. ამასთან ამ უკანასკნელზე იმ დათქმით, რომ რუსეთში უკრაინული პროდუქციის შეტანაზე აკრძალვა ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი გამოიყენებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ ნაწილს. 

„საქართველოსათვის რუსული ბაზარი არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა ქვეყნებისათვის და ნებისმიერი ბაზარი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან როგორც ცნობილია სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, შესაბამისად ჩვენ სტიმული გვჭირდება“, — განუცხადა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. 

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და საქართველო განაგრძობს ამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. 

 „იქ სადაც სიტუაცია გადაწყვეტადია, ჩვენ ვთვლით რომ არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ზიანს მოუტანენ საქართველოს ინტერესებს. ამიტომ მე მოხარული ვარ, რომ რუსეთისაკენ მიმართულმა ჩვენმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და საქართველო განაგრძობს სავაჭრო და სხვა ურთიერთობებს“, — განუცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს. 

 «ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავირჩიოთ ბაზრები და ადგილები — სად ვიმუშაოთ და სად არა. საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ფაქტი ის არის, რომ რუსეთის ბაზარი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზარი ერთ-ერთი საინტერესოა“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

ყველა ახალი ამბავი
0