ბრაზილიის ახალი ელჩი საქართველოში თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარსიამ ამ პოსტზე კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა(Carlos Alberto Lopes Asfora) შეცვალა, რომელიც საქართველოში ბრაზილიის ელჩის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა სისერო მარტინს გარსიამ (Cicero Martin Garcia) 14 აგვისტოს საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება

 „ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრაზილიასა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ისაუბრეს როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე“, — ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში. 

 გარსიამ ამ პოსტზე კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა(Carlos Alberto Lopes Asfora)  შეცვალა, რომელიც საქართველოში ბრაზილიის ელჩის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. 


ყველა ახალი ამბავი
0