თბილისის ცენტრში ყოფილი თამბაქოს ფაბრიკის შენობა იწვის

© photo: Sputnikხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრის ცნობით, ხანძარი საათნახევარში იქნა ლიკვიდირებული. ადგილზე ხუთი სახანძრო მანქანა და სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მუშაობდა.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ყოფილი თამბაქოს ფაბრიკის სახურავი დაიწვა 100-150 კვ. მეტრ ფართობზე, ასევე მესამე სართულის ნაწილი, ამის შესახებ  შსს-ს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი პარასკევს, 14 აგვისტოს იტყობინება. 

 ცენტრის ცნობით, ხანძარი საათნახევარში იქნა ლიკვიდირებული. ადგილზე ხუთი სახანძრო მანქანა და სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მუშაობდა. 

 ამ მომენტისათვის ქარხანა არ ფუნქციონირებს. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. 


ყველა ახალი ამბავი
0