კუბაში ამერიკის საელჩოზე აშშ-ს დროშა აფრიალდა

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ს დროშა
აშშ-ს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუბელებმა თავიანთი საელჩო ვაშინგტონში ოფიციალურად 20 ივლისს გახსნეს. ამისთვის აშშ-ში კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი ჩავიდა. ცერემონიას ვაშინგტონსი უამრავი ადამიანი დაესწრო.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik.  50 წელზე მეტ ხნიანი პაუზის შემდეგ კუბაში, ამერიკის საელჩოზე აშშ-ს დროშა პირველად აფრიალდა. 

 ამასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია პარასკევს ჰავანაში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა. ცერემონიის ტრანსლაცია აშშ-ს ძირითად ტელეარხებზე მიმდინარეობდა, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე. 

 სახელმწიფო მდივანმა პარასკევს, ჰავანაში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩოს გახსნა კუბაში „ისტორიული მომენტია“. „ეს ის დღეა, როცა ჩვენ გვერდზე ვწევთ ყველა ბარიერს“ — თქვა კერიმ. 

 ოფიციალურად, ჰავანაში აშშ-ს ინტერესთა სექციამ საელჩოს სტატუსი 20 ივლისს მიიღო. თუმცა აშშ-მ გადაწყვიტა ცოტა ხნით გადაედი დროშის აწევის  ოფიციალური ცერემონოია. ჯერჯერობით ვაშინგტონს ვერ გადაუწყვეტია ვინ დაიკავებს ელჩის პოსტს. ეხლა მისიას დროებითი რწმუნებული ჯეფრი დილოპენტისი ხელმძღვანელობს. 

 აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას აქამდე არ გამოუცხადებია სახელი იმ ადამიანისა, რომლის დანახავაც მას სურს კუბაში აშშ-ს ელჩად. ამერიკული კანონების თანახმად, კანდიდატურა აშშ-ს კონგრესის სენატმა  უნდა დაამტკოცოს. როგორც პტაქტიკა უჩვენებს, მსგავსი საკითხები შესაძლოა თვეების მანძილზე წყდებოდეს. კუბელებმა თავიანთი საელჩო ვაშინგტონში ოფიციალურად 20 ივლისს გახსნეს. ამისთვის აშშ-ში კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი ჩავიდა. ცერემონიას ვაშინგტონსი უამრავი ადამიანი დაესწრო. 

 აშშ-მ და კუბამ ურთიერთობების ნირმალიზაციის კურსის დასაწყისზე გასული წლის დეკემბერში განაცხადეს. მაგრამ, მიუხედავად დიპლომატიური კავშირების აღდგენისა, ორივე ქვეყანას კიდევ არა ერთი რთული საკითხის გადაწყვეტა მოუწევსა. კერძოდ, ვაშინგტონი მოითხოვს კუბაში ადამიანის უფლებათა საკითხის გაუმჯობესებას. ჰავანა თავის მხრივ, ეკონომიკური ემბარგის შედეგად კუბელი ხალხისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა და გუანტანამოში სამხედრო ბაზის დაბრუნებას მოითხოვს. 

 ურთიერთობები აშშ-სა და კუბას შორის 1961 წელს შეწყდა. 


ყველა ახალი ამბავი
0