არქეოლოგებმა მოსკოვში კადაშის სლობოდის ტერიტორიაზე გათხრებისას მეფე ალექსეი მიხაილოვიჩის დროინდელი სპილენძის მონეტების განძი აღმოაჩინეს.
აღმოჩენილი განძი მეფე ალექსეი მიხაილოვიჩის დროინდელია და 1087 მონეტისაგან შედგება, ძირითადად სპილენძის კაპიკებისგან. სპეციალისტების თქმით, განძის ფასი საეჭვოა დიდი იყოს, რამდენადაც ასეთი მონეტები იშვიათობა არ არის. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" "რუსული ნუმიზმატური სახლის" ექსპერტმა შეატყობინა.
"ეს მონეტები არ არის ძვირადღიებული, თუ თქვენ იცით სპილენძის ფულის ისტორია და იმის შედეგი, რასაც სპილენძის აჯანყება ეწოდა. იმთავითვე ეს მონეტები დიდი რაოდენობით მოიჭრა, სპილენძი არ არის დეფიციტური. ახლა არ ვიცი, მაგრამ ადრე მინახავს, როგორ იყიდებოდა ასეთი მონეტები 200 რუბლად", — განცხადა მოსაუბრემ სააგენტოს.
მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მეთაურის ალექსეი ემილიანოვის თქმით, განძის მფლობელმა, როგორც ჩანს, ფული სპილენძის აჯანყებისას უკეთესი დროების დადგომამდე გადამალა.
"ყველა არ აბარებდა სპილენის ფულს, ზოგიერთი უკეთესი დროისათვის მალავდა მათ", — განაცხადა ემილიანოვმა.
განძი აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების ჩატარებისას, მშენებლობის პროექტისათვის გათვალისწინებულ ადგილზე: ბალშაია ორდინკას ქუჩა, სახლი №8, შენობები 1, 2, 3, 4 და ბალშაია ორდინკას ქუჩა, სახლი №14, შენობები 3-13, 18, კადაშის ჩიხი, სახლი №3. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქ მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მასალებში გავრცელდა.
მონეტების გარდა არქეოლოგებმა გათხრისას აღმოაჩინეს ღუმელის ფილები და კერამიკა, პოლიქრომულ-რელიეფური და მოსარკული ფილების ფრაგმენტები, XVII საუკუნისწითელი რელიეფური ფილეტი ცხოველების (ლომის, უნიკორნის, სამოთხის ჩიტების) ბატალური სცენების გამოსახულებებით, XV-XVI საუკუნეების წმინდა ნიკიტას სპილენძის ხატის ნაჭერი, თეთრი სალესავი ქვისა და სპილენძის ჩამოსასხმელი ყალიბების ნამსხვრევები.
სპილენძის აჯანყება 1663 წელს მოხდა, მისი ერთ-ერთი მიზეზი სპილენძის მონეტის გაუფასურება იყო. აჯანყების შემდეგ მათი მოჭრა შეწყდა.