ომბუდსმენი: „რუსთავი 2“-ის დაყადაღება არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს.

თბილისი, 14აგვისტო— Sputnik. სახალხო დამცველის აპარატმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სადმი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანობის პრინციპების დარღვევად შეაფასა, ნათქვამია უწყების მიერ პარასკევს, 14 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლომ, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, 7 აგვისტოს ტელეკომპნიის მთელი ქონება დააყადაღა. 

ხალვაში საავტორო უფლებების ასანაზღაურებლად 500 ათასი აშშ დოლარს და ასევე ტელეარხის ქონების დაბრუნებას მოითხოვს.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია: “სასამართლომ საკუთრების უფლება შეზღუდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას“.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს. 

„აღნიშნული დავა კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს მართლმსაჯულებისათვის, რადგან ერთმანეთს კვეთს საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიცია და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს, არასამთავრობო სექტორი კი კანონდარღვევას. 

სარჩელი, რომელშიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“  ფიგურირებს, 2005-2006 წლებს ეხება, როდესაც ტელეკომპანიის 100%-იან წილს ქიბარ ხალვაში ფლობდა. ხალვაშმა 2005 წლის დეკემბერში თავისი 22%-იანი წილი კომპანია „საქცემენტს“ გადასცა, რომელიც ერთპიროვნულად ეკუთვნოდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის მამას რობერტ ბეჟუაშვილს. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78%-იანი წილი ბიძინა ნიჟარაძის კუთვნილ „ჯეო-ტრანსს“ მიჰყიდა. 


ყველა ახალი ამბავი
0