პროექტის Mars One მონაწილეებმა განმარტეს, თუ რატომ სურთ დედამიწის დატოვება

გამოწერა
2026 წელს კოლონიზაციის მიზნით მარსზე გაფრენის კანდიდატებმა განმარტეს, თუ რატომ არიან მზად ექსპედიციაში მონაწილეობისათვის. ამის შესახებ მათ ვაშინგტონში გამართულ მარსის საზოგადოების კრებაზე ისაუბრეს.

2026 წელს კოლონიზაციის მიზნით მარსზე გაფრენის კანდიდატებმა განმარტეს, თუ რატომ არიან მზად ექსპედიციაში მონაწილეობისათვის. ამის შესახებ მათ ვაშინგტონში გამართულ მარსის საზოგადოების კრებაზე ისაუბრეს.

პროექტის Mars One მონაწილეობის კანდიდატები აცნობიერებენ, თუ რა სირთულეები მოელით მათ ექსპედიციისას.

"ჩვენ არ გვაქვს საიმისო ტექნოლოგია, რომ გავემგზავროთ და უკან დავბრუნდეთ, ჩვენ არ გვაქვს მარსზე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრი, საიდანაც რაკეტის საშუალებით უკან გამოგვიშვებდნენ", — განაცხადა ექსპედიციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ექიმმა ლეილა ცუკერმა.

მან დაგეგმილი გაფრენა ამერიკის კოლონიზაციას შეადარა. ცუკერის თქმით, მისი წინაპრები ახალ მიწაზე ევროპიდან გადმოვიდნენ და უკან არ დაბრუნებულან.

მარსზე პირველი კოლონისტების გაფრენა 2026 წლისათვის იგეგმება. მანამდე ისინი ექსპედიციისათვის მომზადებას გაივლიან.

"ჩვენ გვაქვს 10 წელი იმისათვის, რომ ვისწავლოთ, თუ როგორ ვიყოთ ფუნქციური გუნდი სხვა პლანეტაზე სამეცნიერო გამოკვლევების ჩასატარებლად", — განაცხადა ერთ-ერთმა კანდიდატმა, აეროკოსმოსური ტექნოლოგიების ინჟინერმა ოსკარ მეთიუმ.

ექსპედიციის მონაწილეების შერჩევა 2013 წელს დაიწყო, კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებისას, 9 სექტემბერს პროექტის საიტზე მსოფლიოს 140 ქვეყნიდან 202 586 მსურველის რეგისტრაცია დაფიქსირდა, რომელთაგან ამ მომენტისათვის 100 ადამიანი დარჩა. იგეგმება შერჩევის ბოლო, მეოთხე ეტაპის ჩატარება.

Mars One — არაკომერციული კერძო პროექტი ბას ლანსდორპის ხელძღვანელობით, რომელიც მარსზე გაფრენას და მასზე კოლონიის დაარსებას იმედოვნებს. იგეგმება ამ ყველაფრის ტელევიზიით ტრანსლირებაც.

ყველა ახალი ამბავი
0