ხალვაში: თუ სასამართლოზე ზეოწლა არ მოახდინეს, ტელეკომპანიას დავიბრუნებ

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკში"რუსთავი 2 "
რუსთავი 2  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, პროკურატურას სამჯერ - 2008, 2009 და 2013 წლებში მიმართა, მაგრამ უწყებისგან პასუხი არ მიუღია. ამიტომ მან პირდაპირ სასამართლოს მიმართა.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ბიზნესმენი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში დარწმუნებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეს მოიგებს თუ სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ზეგავლენის ქვეშ არ მოექცევა.

ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და საავტორო უფლებების ასანაზღაურებლად 500 ათასი აშშ დოლარი, ასევე ტელეარხის ქონების დაბრუნება მოითხოვა.

სასამართლომ 7 აგვისტოს საქმის გარჩევის დასრულებამდე ტელეკომპნიის მთელი ქონება დააყადაღა. ტელეკომპაანიის ფინანსისტების შეფასებით, ზარალი წელიწადში 700 ათას აშშ დოლარზე მეტი იქნება.

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩემი წილების დათმობა მაიძულეს, ხოლო შემდგომი გარიგებები ფიქტიური იყო, რაზეც მთელმა საქართველომ იცის, და თუ ნაციონალები თავისი ლობით მოსამართლეზე ზეწოლას არ მოახდენენ, ამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ“, — განაცხადა ბიზნესმენმა სააგენტო IPress-თან  საუბრისას. 

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, პროკურატურას სამჯერ — 2008, 2009 და 2013 წლებში მიმართა, მაგრამ უწყებისგან პასუხი არ მიუღია. 

„მას შემდეგ, რაც მათ რეაგირება არ ჰქონიათ, პირდაპირ სასამართლოს მივმართე“, — განაცხადა ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაში 2005წელს „რუსთავი 2-ის“ წილის 100%-ს ფლობდა. იმავე წლის დეკემბერში მან 22%-იანი წილი კომპანია „საქცემენტს“ გადასცა, რომელიც ერთპიროვნულად ეკუთვნოდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის მამას რობერტ ბეჟუაშვილს. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78%-იანი წილი ბიძინა ნიჟარაძის კუთვნილ „ჯეო-ტრანსს“ მიჰყიდა. 

ქიბარ ხალვაშმა საქართველო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დატოვა, როდესაც ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2007 წელს მან გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ხალვაში ოფიციალურად პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. მას საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ყველა საქმეზე გაამართლეს. მან გასულ წელს გარდაცვლილ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად პარტია შექმნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0