ივლისში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი 1 %-ით შემცირდა

© telasi.geთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის ივლისში თბოელექტროსადგურებსა და ასევე სეზონური და რეგულირებადი სადგურების მიერ გამომუშავებული იქნა 1 მლრდ 042,97 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.

თბილისი, 14აგვისტო — Sputnik. 2015 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გარეშე 1 მლრდ 6,4 მლნ კვტ/სთ შეადგინა, იუწყება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ESCO). საანგარიშო პერიოდში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ  დანაკარგებით კი 1 მლრდ 31,4 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

2015 წლის ივლისში პირდაპირმა მომხმარებელმა 99,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო, ხოლო ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა კი 739, 6 მლნ კვტ/სთ.

2015 წლის ივლისში თბოელექტროსადგურებსა და ასევე სეზონური და რეგულირებადი სადგურების მიერ გამომუშავებული იქნა 1 მლრდ 042,97 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.

2015 წლის ივლისში ელექტროენერგიის იმპორტმა 1,3 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი, ხოლო ექსპორტმა კი 166,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეადგინა.

2014 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გარეშე 10, 8 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა,  რაც 6,2%-ით მეტია 2013 წლის მონაცემთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ  დანაკარგებით კი 1 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0