თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ბრაკონერებთან ბრძოლისთვის საქართველოში თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ, განაცხადა პარასკევს, 14 აგვისტოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
„დელტას“ უპილოტო საფრენი აპარატით ჩვენ ვგეგმავთ კარგად შევისწავლოთ ტყეები, ვნახოთ რესურსები რამდენად არის დაზიანებული. ეს შესაძლებლობას მოგვცემს დიდი ფართობების მონიტორინგი უფრო ეფექტიანი გახდეს“, — აცხადებს აგულაშვილი.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ასევე გაუწევს ტექნიკურ და ექსპერტულ კონსულტაციებს გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
შესაბამის მემორანდუმს თავდაცვის უწყებამ და გარემოს დაცვის სამინისტრომ ხელი პარასკევს, 14 აგვისტოს მოაწერეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
„მემორანდუმის მთავარი არსი ბრაკონიერებთან ბრძოლის საკითხში ორი უწყების თანამშრომლობაა. ეს ქვეყნისთვის არის პირველი ხარისხის თემა… და თავდაცვის სამინისტრო მზად არის საკუთარი რესურსებით დაეხმაროს ნებისმიერ უწყებას მსგავსი ტიპის პრობლემების მოგვარებაში“, — განაცხადა ხიდაშელმა.