რფ მინისტრთა კაბინეტმა ახსნა რატომ არ ჩართო საქართველო სასურსათო ემბარგოს სიაში

© photo: Sputnik / Виктор Толочкоსანქცირებული პროდუქციის განადგურება
სანქცირებული პროდუქციის განადგურება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ რადგან რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ აქტიური ურთიერთობები და მაღალი საქონელბრუნვა, მისი ჩართვა სასურსათო ემბარგოს სიაში უაზრობაა.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ საქართველო არ ჩართო სასურსათო ემბარგოს დაქვემდებარებული ქვეყნების სიაში, რადგან ამ ქვეყნის მიერ მიღებული სანქციების ზომები უმნიშვნელოა, ნათქვამია რუსეთის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

 „მოცემული მომენტისათვის, რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ აქტიური ურთიერთობები და მაღალი საქონელბრუნვა. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ მიღებული ზომები უმნიშვნელოა. ამასთან დაკავშირებით, მიღებილ იქნა გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ამ ქვეყნის ჩართვა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის მეწარმეებს აკრძალული აქვთ ზოგიერთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შემოტანა“, — ნათქვამია ინფორმაციაში. 

 რუსეთმა, მის მიერ სანქციებზე საპასუხო ზომად დაწესებულ სასურსათო ემბარგოს დაქვემდებარებული ქვეყნების სიაში შეიყვანა ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და უკრაინა. ამასთან ეს უკანასკნელი იმ დათქმით, რომ მისი პროდუქციის იმპორტის აკრძალვა ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კიევი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ ნაწილს აამოქმედებს. 

 მანამდე, ხუთშაბათს რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრეს-სამსახური აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას 2016 წლის 23 ივნისამდე გაგრძელდეს 2014 წელს შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვები, ისევე როგორც 2014 წელს, კვლავ შეუერთდნენ უკრაინა, ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და საქართველო. რუსეთმა კი თავისი საპასუხო ზომების გაფართოების გადაწყვეტილების მიღებისას, ცალკეულ ქვეყნებზე, გაითვალისწინა „ამ ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმში ჩართვის ხარისხი“


ყველა ახალი ამბავი
0