თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის ივლისში უძრავი ქონების ბაზარზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 49 203 ერთეული შეადგინა, რაც 0.2%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (49 081 ერთეული) და 0.1%-ით მეტია 2015 წლის ივნისთან შედარებით, იტყობინება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მეორადი უძრავი ქონების ბაზარი საანგარიშო პერიოდში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით გაიზარდა, ხოლო პირველადი უძრავი ქონების ბაზარი — 2.6%- ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში მეორადი ქონების ბაზარი 2015 წლის ივნისთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო პირველადი ქონების ბაზარი 1.6%-ით შემცირდა.
2015 წლის ივლისში პირველადი რეგისტრაციის ტრანზაქციების რაოდენობამ 9 864 ერთეული შეადგინა, ხოლო მეორადი რეგისტრაციის ტრანზაქციებმა 39 339 ერთეული.
რაც შეეხება პირველადი და მეორადი რეგისტრაციის ტრანზაქციების შეფარდებას, საანგარიშო პერიოდში მეორადი რეგისტრაციის ტრანზაქციებზე 80% მოდის, ხოლო პირველადზე — 20%.