პერმიაკოვმა სასამართლო განაჩენის მოსმენის შემდეგ სახეზე ხელი აიფარა

გამოწერა
მეხუთე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ, რუსეთის ჩრდილო-კავკასიური საოლქო სამხედრო სასამართლოს ქვეუწყებამ, წინა დღეს რუსული 102-ე სამხედრო ბაზის რიგითის ვალერი პერმიაკოვის დეზერტირობის, იარაღის მითვისებისა და უკანონო ტარების ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა. იხილეთ სასამართლო სხდომაზე განაჩენის გამოტანის კადრები.

სასამართლოს აგდაწყვეტილებით, ვალერი მერმიაკოვს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იუწყება Sputnik სომხეთი.

მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულმა სავარაუდოდ მის მიერ ჩადენილ ქმედებაში თავი დამნაშავედ სცნო, თუმცა გამოიყენა საკუთარი კონსტიტუციური უფლება უარი ეთქვა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის საქმეტა მსვლელობაშია კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე პერმიაკოვთან დაკავშირებით. მას ბრალად ედება გიუმრში ავესტისიანების ოჯახის 7 წევრის მკვლელობა, რომელიც 2015 წლის იანვარში მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0