ლუკაშენკომ ბელორუსიაში პენსიები საშუალოდ 5%-ით გაზარდა

© Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრე ლუკაშენკო
ალექსანდრე ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ბელორუსიაში 2,5 მილიონი პენსიონერია, მათგან 646 ათასი მომუშავეა. ქალებს უფლება აქვთ პენსიაზე გავიდნენ 55 წლის ასაკში, მამაკაცებს კი 60 წლის.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში შრომითი პენსიების საშუალოდ 5%-ით გაზრდაზე, იტყობინება ბელორუსიის სახელმწიფო მეთაურის პრეს სამსახური ხუთშაბათს. 

 „ბელორუსიის რესპუბლიკის  პრეზიდენტმა 13 აგვისტოს ხელი მოაწერა N352 განკარგულებას „პენსიების მომატების შესახებ“. დოკუმენტი ითვალისწინებს 2015 წლის 1 სექტემბრიდან პენსიონერთა ფაქტიური გამომუშავების კორექტირებას და შრომითი პენსიების გადათვლას“, — იტყობინება პრეს-სამსახური.

 უწყებაში დააზუსტეს, რომ 1 სექტემბრიდან მოქალაქეთა შრომითი პენსიები საშუალოდ 5%-ით გაიზრდება.

 ბოლო მონაცემებით, ბელორუსიაში 2,5 მილიონი პენსიონერია, მათგან 646 ათასი მომუშავეა. ქალებს უფლება აქვთ პენსიაზე გავიდნენ 55 წლის ასაკში, მამაკაცებს კი — 60 წლის.

 ბელორუსიის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გასული წლის ბოლოს გაკეთებული პროგნოზით, 2015 წელს საშუალო შრომითი პენსია ქვეყანაში 2,883 მილიონი რუბლი (200 დოლარზე ცოტა ნაკლები) იქნება. 


ყველა ახალი ამბავი
0