აფეთქებები საშიში ნივთიერებების საწყობში ტიანძინში: თვითმხილველთა გადაღებული ვიდეო

გამოწერა
ორი დიდი აფეთქება მოხდა საშიში ნივთიერებების საწყობში ტიანძინში ჩინეთში ოთხშაბათს. შემთხვევი შედეგად დაიღუპა 44 ადამიანი, დაახლოებით 520 დაშავდა.

ორი დიდი აფეთქება მოხდა საშიში ნივთიერებების საწყობში ტიანძინში ჩინეთში ოთხშაბათს. შემთხვევი შედეგად დაიღუპა 44 ადამიანი, დაახლოებით 520 დაშავდა.

სამრეწველო ქალაქ ტიანძინში მომხდარი ორი აფეთქების ძალამ 3,21 ტონა ტროტილის აქვივალენტი, იუწყება ტელეარხი CCTV ადგილობრივი სეისმოლოგების მონაცემებზე დაყრდნობით.

სრულიად დაინგრა ერთი შენობა, რამდენიმე ათეული დაზიანდა, მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. მსხვერპლთა რაოდენობამ 44-ს მიაღწია, 520 — ჰოსპიტალიზირებლია, მათგან 66 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა, ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო სინხუამ სამაშველო შტაბზე დაყრდნობით.

ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 23:30 საათზე 30 წამის ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა ბინჰაის რაიონში ლოჯისტიკური კომპანიის Ruihai Logistics საწყობში, სადაც საშიში ნივთიერებები ინახებოდა. აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ადგილობრივმა სეისმოლოგიურმა სამსახურმა დააფიქსირა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების ტალღა ათობით კილომეტრის მანძილზე იგრძნობოდა.

აფეთქების შემდეგ დიდი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმაც დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრი შეადგინა. მედიის ინფორმაიით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეჩერდა, ვინაიდან მოცემული მომენტისათვის საწყობში განთავსებული ნივთიერებების ზუსტი შემადგენლობა და რაოდენობა უცნობია.

მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, მედიის ცნობით, შესაძლოა აფეთქება კომპანიის Ruihai Logistics უსაფრთხოების სისტემის პრობლემა ყოფილიყო, რომლის ხელმძღვანელობაც უკვე დაკავებულია.

ყველა ახალი ამბავი
0