ჰიტლერულმა გერმანიამ "ბირტანეთისათვის ბრძოლა" 75 წლის წინ, 1940 წლის 13 აგვისტოს დაიწყო. იხილეთ საარქივო კადრებში, თუ რა როლს თამაშობდა პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი მეორე მსოფლიო ომში.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის, ლონდონის ცენტრში, პარლამენტის მოედანზე დგას მტკიცე, ხანში შესული, კუშტშეკრული ადამიანის ძეგლი. ამ ადამიანს მრავალი ტიტული, წოდება, მაღალი თანამდებობა და ჯილდო ქონდა. ეს ადაიანი ისტორიაში შევიდა, როგორც მე-20 საუკუნის ყველაზე ნათელი ინგლისელი პოლიტიკოსი.
1874 წლის 30 ნოემბრის ღამის 1:30 საათზე ბლენჰეიმის საგვარეულო სასახლეში დაბადებულ ბიჭს ქალაქ მალბოროს მეშვიდე ჰერცოგის, მისი ბაბუის საპატივცემულოდ, უინსტონი დაარქვეს.
მძიმე ხასიათი, სიჯიუტე და თავნებობა უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილმა ბავშვობაშივე გამოავლინა. 3 სკოლის შეცვლის შემდეგ ის სამეფო სამხედრო კოლეჯში მოხვდა, რომლის დამთავრების შემდეგაც კუბაზე, ინდოეთსა და ეგვიპტეში მსახურობდა. სამხედრო სამსახურს ის ჟურნალისტის მოვალეობებსაც უხამებდა.
ინგლისელებისა და ბურების ომის დროს 1899 წელს უინსტონი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. ჩერჩილი არ იქნებოდა ჩერჩილი, თან რომ არ წაეღო 18 ბოთლი ვისკი, 24 ღვინო, ექვს-ექვსი პორტვეინი, ვერმუტი, კონიაკი და 12 ლიმნის წვენი. ჩერჩილი მეგობრეთან ერთად ჩასაფრებულ ბურებს გადააწყდნენ და ტყვედ ჩავარდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მან გაქცევა და ბრიტანეთის არმიამდე მიღწევა შეძლო. სამშობლოში უინსტონს ისე დახვდნენ, როგორც გმირს. ინლისელებისა და ბურების ომი მისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისად იქცა.
1900 წელს, ის პარლამენტში, ტორების პარტიასთან ერთად (კონსერვატორები) შევიდა, 1904 წელს კი გამოეყო მათ და ვიგების პარტიას (ლიბერალები) შეუერთდა: "პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს წინასწარ თქვას, თუ რა მოხდება ხვალ, ერთ კვირაში, ერთ თვეში და ერთ წელიწადში… შემდეგ კი განმარტოს, რატომ არ მოხდა ეს!". 1911 წლის ოქტომბერში ჩერჩილი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წოდების მფლობელი გახდა — საზღვაო სამინისტროს პირველი ლორდი, საზღვაო-სამხედრო მინისტრი. პირველ მსოფლიო ომში ზუსტად ის ჩაუდგა სათავეში ბრიტანეთის ფლოტს.
უინსტონ ჩერჩილმა შექმნა ბრიტანული სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები, მისი ინიციატივით შეიქმნა იარაღის ახალი სახეობა — "ტანკი", რაც ინგლისურად ავზს ნიშნავს. ჩერჩილი საფრთხის წინაშე თუ აღმოჩნდებოდა, არასდროს გაურბოდა და ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას "ტყვიებსა და რაკეტებზე". მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გაიხსენა: "…ბევრს სჯეროდა მისი უშიშრობის — ის სრულებით მართავდა საკუთარ შიშს…".
1915 წელს ჩერჩილი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაკავებული პოზიცია. მისი შემუშავებული გეგმა დარდანელის ოპერაციასთან დაკავშირებით ჩაიშალა და დაიღუპა დაახლოებით 120 000 ბრიტანელი მეზღვაური, ჯარისკაცი და ოფიცერი.
1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამ რუსეთში ჩერჩილის (კოლონიის მინისტრობის პერიოდში) წყრომა გამოიწვია: "… რუსეთი სულ მალე ბარბაროსულ ქვეყანად იქცევა, სადაც საქონლის მსგავსი მოსახლეობა ცხოვრობს. უზარმაზარ ტერიტორიაზე ცივილიზაცია ქრება, ქალაქის ნანგრევებზე მიმოფანტულ გვამებზე კი საზიზღარი ბაბუინების მსგავსად ხტუნავენ და ჭირვეულობენ ბოლშევიკები…". თანამემამულეებისადმი "წითელი ჰიდრის" გასრესვისკენ გაკეთებულ მოწოდებებს მხარი არ დაუჭირა არც მთავრობამ და არც მოსახლეობამ. ძალიან დიდი ენერგია დახარჯეს ბრიტანელებმა პირველ მსოფლიო ომში.
1933 წლის 30 იანვარს 86 წლის პრეიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ეროვნულ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა.13 აპრილს საფრთხის წინაშე მდგომმა ჩერჩილმა ომის დაწყების საფრთხის შესახებ გაფრთხილების გაკეთება სცადა. ის ფიურერს "განგსტერსა" და "ბანდიტს" უწოდებდა. საუბრობდა მის "სისხლისღვრის სურვილზე", იმიაზე, რომ "ხალხის დიდ რაოდენობას უფლებები შეეზღუდა… მხოლოდ მათი რასის გამო". ჩერჩილი აკრიტიკებდა პრემიერ ნევილ ჩემბერლენის "დაშოშმინების პოლიტიკას", რომელმაც, ჰიტლერთან, მუსოლინისთან და ლედალიესთან მიუნხენის ცნობილი შეთანხმების დადების შემდეგ ლონდონში დაბრუნების შემდეგ განაცხადა: "მე თქვენ მშვიდობა მოგიტანეთ!". ჩერჩილის რეაქცია რადიკალურად განსხვავებული იყო: "ინგლისს უნდა გაეკეთებინა არჩევანი ომსა და უღირსობას შორის, მან აირჩია უღირსობა და მიიღებს ომს!".
მეორე მსოფლიო ომი 11 თვეში დაიწყო, 1939 წლის პირველ სექტემბერს. 3 სექტემბერს ჩერჩილი ხელახლა დაინიშნა საზღვაო სამინისტროს ლორდად. 1940 წლის 10 მაისს კი 18:30 საათზე პრემიერ-მინისტრის წოდება მიიღო, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ამ დროს, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად მარტო ებრძოდა ჰიტლერულ გერმანიას, 65 წლის პოლიტიკოსს არ შეეშინდა აეღო პასუხისმგებლობა ერისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარ თავზე: "წლებიც რომ გახდეს საჭირო, მარტოც რომ დავრჩეთ… ჩვენ არ დავიხევთ უკან, ჩვენ არ დავნებდებით…, ჩვენ ნებისმიერ ფასად დავიცავთ ჩვენს კუნძულს…"
ერთი ინგლისელი გოგონა საკუთარ მეგობრებს წერდა: "ბატონი ჩერჩილი ნამდვილი ბულდოგია. ბოლოს და ბოლოს, ის შესაძლოა ჩვენამდე ოთხზე მოხოხდეს, სისხლში ამოგანგლული, მაგრამ… კბილებით მტრის გული ეჭირება…".
1940 წლის 30 ივლისს გორინგმა ჰიტლერის დავალებით ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანა ბრიტანეთის კუნძულებზე. 7 სექტემბერს ბომბები ლონდონისა და სხვა ქალაქების დასახლებულ უბნებში ცვიოდა. ნგრევასა და მრავალრიცხოვან მსხვერპლს პანიკა და შიში უნდა გამოეწვია მოსახლეობაში. თუმცა ლუფტვაფემ ისეთი მარცხი განიცადა, რომ ოქტომბერში ფიურერმა საბოლოოდ თქვა უარი სახმელეთო შტურმზე.
სამხედრო-პოლიტიკური სიტუაია მკვეთრად შეიცვალა 1941 წლის 22 ივნისს, როდესაც ჰეტლერის არმია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შევიდა. ჩერჩილი ასეთი მოვლენების შესახებ კრემლის ხელისუფლებას აფრთხილებდა. იმავე საღამოს ის რადიოს საშუალებით სიტყვით გამოვიდა: "ბოლო 25 წლის განმავლობაში არავინ ყოფილა კომუნიზმის ისეთი თანმიმდევრული მოწინააღმდეგე, როგორიც მე. და მე უკან არ წავიღებ არცერთ სიტყვას… თუმცა საერთო უბედურება წარსულის უთანხმოებებს აქარწყლებს. ყველა ადამიანს, ყველა ქვეყანას, ვინც ებრძვის ნაციზმს, შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ რუსებსა და რუსეთს აღმოვუჩენთ ნებისმიერ დახმარებას, რაც შეგვიძლია…".
ატლანტიკურ ქარტიას, ჩერჩილისა და რუსველტის ხელმოწერილ ძირითად ანტიჰიტლერული კოალიციის დოკუმენტს, შეუერთდა საბჭოთა კავშირიც. ჩერჩილი ორჯერ იყო მოსკოვში: 1942 წლის აგვისტოში და 1944 წლის ოქტომბერში. მათი ძირითადი უთანხმოება მეორე ფრონტის გახსნის ვადებს ეხებოდა. ჩერჩილი ირწმუნებოდა, რომ მეორე ფრონტი ჰიტლერის არმიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ აფრიკაში განხორციელებული საომარი ქმედებები იყო.საბჭოთა ხელისუფლება საბჭოური არმიის საფრანგეთში ჩამოსხმას ითხოვდა, რაც მოხდა, ოღონდ 1944 წლის 6 ივნისს.
ჩერჩილი და სტალინი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ "დიდი სამეულის" კონფერენციაზე: ტეირანში 1943 ლის ბოლოს, სადაც ჩერჩილმა საბჭოეთის ლიდერს მეფე გიორგი მეექვსეს სახელით სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვებისათვის ხმალი გადასცა, იალტაზე თებერვალში და, ბოლოს, 1945 წლის აპრილში პოტსდამში.
ჩერჩილი ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ "რუსებს არასდროს აფასებდნენ სათანადოდ, მათ შეუძლიათ საიდუმლოს დამალვა არამხოლოდ მტრისთვი, არამედ მეგობრისთვისაც". ეს მან და აშშ-ის პრეზიდენტმა თრუმენმა არ ჩათვალეს საჭიროდ შეეტყობინებინათ სტალინისთვის ბირთვული იარაღის შექმნის მათი საერთო სამუშაოს შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებისათვის ჩერჩილი ეროვნული გმირი იყო, მას 1945 წლის ივნისში თანამდებობის დატოვება მოუწია. საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს ლეიბორისტებმა, რომლებსაც ჩერჩილი 1924 წელს გამოეყო და კონსერვატორებს დაუბრუნდა. როგორც ოპოზიციის ლიდერი, ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებისკენ მოწოდებებს აკეთებდა და კომუნიზმის გავრცელების საფრთხის შესახებ იუწყებოდა.
1946 წლის 5 მარტს აშშ-ში, ქალაქ ფულტონში ჩერჩილი პრეზიდენტი თრუმენის თანდასწრებით დასავლეთის ქვეყნებისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის ჩამოყალიბების შესახებ საუბრობდა: "ცოტახნისწინ მოკავშირეთა გამარჯვებისგან გაბრწყინებულ მსოფლიო რუქა ჩრდილმა მოიცვა… მე აღფრთოვანებული ვარ და პატივს ვცემ მამაც რუს ერს და ჩემს ომის დროინდელ ამხანაგს მარშალ სტალინს… თუმცა მე ვალდებულებად მიმაჩნია გაგიმხილოთ რამდენიმე ფაქტი: შტეტინიდან ბალტიკამდე, ადრიატიკის ტრიესტამდე კონტინენტზე ლითონის ფარდა დაეშვა… ფარდის მეორე მხარეს იმყოფება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ძველ სახელმწიფოთა დედაქალაქები… ყველა მათგანი ამა თუ იმ ფორმით ემორჩილება არამხოლოდ საბჭოთა ზემოქმედებას, არამედ მოსკოვის მნიშვნელოვან და ზრდად კონტროლს…". დღეიდან, როგორც მიღებულია, იწყება "ცივი ომი".
კომუნიზმთან ბრძოლამ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში კონკრეტული ფორმა მიიღო. იგეგმებოდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმა და გამაფრთხილებელი ბირთვილი დარტყმის მიყენება მის ტერიტორიებზე. ჩერჩილი ამ იდეის ყველაზე აქტიური მოხრე იყო. მისი საომარი ახირება სსრკ-ში შექმნილი ატომური და წყალბადის ბომბების წარმატებულმა ტესტირებამ შეაჩერა.
მალბოროს ჰერცოგის შთამომავალმა განაცხადა (მოჩვენებითი მორიდების გარეშე): "ვფიქრობ, ისტორია ჩემს მიმართ მოწყალე იქნება…, ვინაიდან თავად ვაპირებ მის დაწერას…". ასეც მოხდა.
უინსტონ ჩერჩილი 90 წლის ასაკში 1965 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა. საკუთარი დაკრძალვის სცენარიც თავად დაწერა. გამოკითხვის მიხედვით სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილი ისტორიაში უდიდეს ბრიტანელადაა დასახელებული.