„რუსთავი 2“: ყადაღის შედეგად ტელეკომპანიის ზარალი 700 ათას აშშ დოლარზე მეტი იქნება

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშისაეთერო სტუდია
საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი 2“-ის ქონებას, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 აგვისტოს ყადაღა დაადო. ხალვაში ტელეკომპანიის დაბრუნებასა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარის დაბრუნებას მითხოვს.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფინანსური სამსახურის უფროსმა კახა დამენიამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეარხის ქონების დაყადაღება კომპანიას 1,7 მლნ ლარის (დაახლოებით 736 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის ზარალს მიაყენებს.

„რუსთავი 2“-ის ქონებას, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 აგვისტოს ყადაღა დაადო. ხალვაში ტელეკომპანიის დაბრუნებასა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარის დაბრუნებას მითხოვს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის იურისტებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ტელეკომპანია ხალვაშის სარჩელს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„გარდა იმისა, რომ ჩვენი ქონება დაყადაღებულია, რაც საბანკო ინსტიტუტებთან ურთიერთობას შეუძლებელს ხდის, ჩვენ ასევე გვეკრძალება ქონების იჯარით გაცემა, რაც წელიწადში 1,7 მლნ ლარის ოდენობის ზარალს მოგვაყენებს“, — განაცხადა დამენიამ.

დაყადაღების შემდეგ ტელეკომპანიას არ შეუძლია კრედიტების აღება და ფინანსური ქონებრივი გარიგებების დადება, დასძინა მან.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება და მისი ძირითადი შემოსავალი რეკლამაა. 2015 წელს ტელეკომპანიის შემოსავალი რეკლამიდან 27,5 მილიონ ლარს (დაახლოებით 11,9 მლნაშშ დოლარი)  შეადგენდა.

პოპულარობა „რუსთავი 2“-მა 2003 წელს მოიპოვა, როდესაც საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა, რაც „ვარდების რევოლუციისა“ და ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის წინაპირობა გახდა. ამის შემდეგ მას „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას“ უწოდებდნენ.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილის ტელევიზიაა, ხოლო ამჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულა.

 


ყველა ახალი ამბავი
0