თბილისი, 13აგვისტო— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ჩინელ კოლეგას ლი კეციანს სამძიმარ გამოუცხადა ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანცძინში მომხდარი მძლავრი აფეთქების გამო, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური ხუთშაბათს, 13 აგვისტოს,
ორი აფეთქება ოთხშაბათს, 12 აგვისტოს, 30 წამიანი ინტერვალით მოხდა, რომლის მიზეზადაც კომპანია Ruihai Logistics-ის ერთ–ერთ კონტეინერში არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაცია სახელდება.
თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქების შედეგად გამოწვეული დარტყმის ტალღა ეპიცენტრიდან 10 კილომეტრში იგრძნობოდა. ვრცელდება ინფორმაცია 17 გარდაცვლილისა და 400-მდე დაშავებულის შესახებ.
თქვენო აღმატებულებავ, ჩვენთვის შოკისმომგვრელია ის ტრაგედია, რომელიც საპორტო ქალაქ ტიანცძინში დატრიალდა.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მინდა მოგისამძიმროთ და გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება დაღუპულთა მგლოვიარე ოჯახებისდა ჩინელი ხალხის მიმართ, დაშავებულებს კი, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.
თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ და გამოვხატავ გულწრფელ მწუხარებას“, — ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქების შედეგად გამოწვეული დარტყმის ტალღა ეპიცენტრიდან 10 კილომეტრში იგრძნობოდა. ვრცელდება ინფორმაცია 44 გარდაცვლილისა და 520-მდე დაშავებულის შესახებ, 21 ადამიანი კი უგზოუკვლიდ დაკარგულად ითვლება.