ნიკა გვარამიამ დიპკორპუსს ტელეკომპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიСотрудник посольства США.
Сотрудник посольства США. - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი 2“-ის შემდეგ სხვა ოპოზიციური არხები დაზარალდებიან და თუ საქართველოში თავისუფალი მედია არ იქნება, 2016 წლის არჩევნები თავისუფალ არჩევნებად ვერ ჩაითვლება, მიაჩნია ნიკა გვარამიას.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  ხუთშაბათს, 13 აგვისტოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ტელეკომპანიის გარშემო არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„რუსთავი 2“-ის ქონებას, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 აგვისტოს ყადაღა დაადო. ხალვაში ტელეკომპანიის დაბრუნებასა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარის დაბრუნებას მოითხოვს.

„ჩვენ პირდაპირ ვუთხარით მათ, რომ ეს იყო ბოლო და გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ მიიღო და იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“-ს ამ გადაწყვეტილებების გამო პრობლემები შეექმნება, „რუსთავი 2“ ერთადერთი არხი არ იქნება“, — განაცხადა გვარამიამ დიპკორპუსთან შეხვედრაზე.

„რუსთავი 2“-ის შემდეგ სხვა ოპოზიციური არხები დაზარალდებიან და თუ საქართველოში თავისუფალი მედია არ იქნება, 2016 წლის არჩევნები თავისუფალ არჩევნებად ვერ ჩაითვლება, დასძინა მან.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის იურისტებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ტელეკომპანია ხალვაშის სარჩელს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.


ყველა ახალი ამბავი
0