მედია: ბაღდადში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

© REUTERS/ Wissm Al- Okiliაფეთქება ბაღდადში
აფეთქება ბაღდადში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისლამისტებმა ინტერნეტში განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოევიკების მიზანი ირანის არმიის წარმომადგენლებისა და მოხალისეების განადგურება იყო, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან.

თბილისი, 13აგვისტო — Sputnik. ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო ბაღდადის გარეუბანში ხუთშაბათს მომხდარი ძლიერი აფეთქება, იუწყება სააგენტო „Рейтер ". დანაღმული სატვირთო შიიტურ უბანში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქდა, რამაც 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 200-მდე ადგილობრივმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

სააგენტოს ინფორმაციით, ისლამისტებმა ინტერნეტში განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოევიკების მიზანი ირანის არმიის წარმომადგენლებისა და მოხალისეების განადგურება იყო, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან.

„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მხრიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმების შედეგად ერაყში არასტაბილური ვითარება ამ დრომდე ნარჩუნდება. „ისლამურ სახელმწიფოს“ მჭიდრო კავშირი აქვს „ალ-ქაიდასთან“. ტერორისტულმა ორგანიზაციამ საკმაო ძალები მოიკრიბა სირიის ტერიტორიაზე, სადაც სამთავრობო ძალებთან შეტაკებების ფონზე, ერთ-ერთი სასტიკი დაჯგუფების სახელი მოიხვეჭა. ამ შეტაკებებში რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ასობით ათასი ადგილობრივი მკვიდრი კი ლტოლვილად იქცა და რამდენიმე ათასი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

 


ყველა ახალი ამბავი
0