2016 წლის ივნისში თბილისში ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

© facebook.com/GaribashviliOfficialახალი სპორტის სასახლე
ახალი სპორტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონტინენტალური პირველობის პარალელურად, თბილისში საანგარიშო-საარჩევნო სეკრებაც ჩატარდება, სადაც ფარიკაობაში ევროპის კონფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისში, 2016 წლის ივნისში დაგეგმილი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ტარიელ ხიჩიკაშვილისა და ფარიკაობაში ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტის ფრანტიშეკ იანდას შეხვედრაზე ოთხშაბათს, 12 აგვისტოს. 

 შეჯიბრი ახალ სპორტის  სასახლეშია დაგეგმილი, სადაც ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის — „თბილისი 2015“-ის დროს ხელბურთის ტურნირი ტარდებოდა. 

 „ვიზიტის მსვლელობისას ჩვენ ვნახეთ ყველა ობიექტი და დარბაზი, სადაც ჩატარდება შეჯიბრი. ნანახით კმაყოფილები ვართ. აბსოლუტურად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კონგრესის გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების შესახებ, სწორი იყო. მას შემდეგ, რაც საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა ოლიმპიური ფესტივალი და უეფას სუპერ თასის მატჩი, შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველო ეს არის ქვეყანა სადაც სპორტი უყვართ“, — განაცხდა ფრანტიშეკ იანდამ. 

 კონტინენტალური პირველობის პარალელურად, თბილისში საანგარიშო-საარჩევნო შეკრებაც ჩატარდება, სადაც ფარიკაობაში ევროპის კონფედერაციის  ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. 


ყველა ახალი ამბავი
0