ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.0 პროცენტამდე გაზარდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოს 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 12 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.0 პროცენტს შეადგენს. როგორც ეროვნული ბანკი იტყობინება, გადაწყვეტილება კომიტეტის მორიგ სხდომაზე იქნა მიღებული.

 როგორც სხდომაზე აღინიშნა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა რისკები.

 ერთობლივი მოთხოვნა კვლავ შეზღუდულია საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ეროვნული ბანკის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობასა და ხელს უწყობს ინფლაციის მოლოდინის ზრდას. არსებული პროგნოზის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია.

 თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოს 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი

ცვლილების ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე. 

 მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 23 სექტემბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0